თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და პედაგოგების საყურადღებოდ! 
2014 წლის 20-23 მაისს, მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების დღესთან  დაკავშირებით, თბილისის ზოოპარკის ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრში   ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“.
კონფერენციის მიზანია: 
• მოზარდთა ეკოლოგიური განათლება და გარემოსდაცვითი  ცნობიერების ჩამოყალიბება, ინფორმირება და ჩართულობა ბიომრავალფეროვნების  შენარჩუნების პროცესში; 
• მოზარდებში დადებითი, კეთილშობილური ქცევის სტიმულირება ცოცხალი სამყაროს სხვა წარმომადგენლების მიმართ;
• ადამიანსა და ცოცხალ ბუნებას შორის ჰარმონიული თანაარსებობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
1. წარმოდგენილი ნამუშევრების შინაარსი, კონფერენციის სახელწოდებიდან  გამომდინარე, უნდა ეხებოდეს ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებს, მათ  ქცევას, ადამიანისა და ცხოველების ურთიერთდამოკიდებულებას, ეკოლოგიურ  პრობლემებს;
2. მონაწილეთა ასაკი: საშუალო სკოლის V-XII კლასების მოსწავლეები;
3. ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 A4 ზომის ნაბეჭდ გვერდს.  ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს რეზიუმე (ნაშრომის მოკლე მიმოხილვა);
4. ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს ბეჭდური სახით;
5. კონფერენციის II ტურში გადასულ მონაწილეებს გადაეცემათ სიგელი  ღონისძიებაში მონაწილეობისათვის, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან I, II  და III ხარისხის დიპლომებით;
6. დიპლომები გადაეცემათ გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგებსაც;
7. მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია თბილისის ზოოპარკის  საგანმანათლებლო ცენტრში 2014 წლის 1-დან 31 მარტამდე (შესაძლებელია  ტელეფონით რეგისტრაციაც);
8. ნაშრომების წარმოდგენა დაიწყება 2014 წლის 1 აპრილიდან და გაგრძელდება 30 აპრილამდე;
9. კონფერენციის I ტურის გამარჯვებულთა სია გამოქვეყნდება 2014 წლის 15 მაისს;
10. 2014 წლის 20, 21, 22 მაისს ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში  გაიმართება II ტურში გადასული მოსწავლეების  ნაშრომების პრეზენტაცია;
11. 2014 წლის 23 მაისს შედგება გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება;
კონფერენციაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები: 
1. ნამუშევარში გადმოცემული მასალა შეესაბამება კონფერენციის თემატიკას;
2. ნამუშევარი შესრულებულია გამართული ქართული ენით;
3. ნამუშევარში წარმოჩენილია პრობლემა, მისი გადაჭრის გზები და პირადი დამოკიდებულება პრობლემისადმი;
4. ნაშრომში ჩანს მონაწილის პირადი დაკვირვების შედეგი, მონაცემების მოპოვებისა და ანალიზის უნარი.
გისურვებთ წარმატებას! 
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ზოოპარკის ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრს.
ტელ.: 213 10 88, 595 90 67 90     
ელფოსტა: education@zoo.ge
