თბილისის ზოოპარკის ბინადარი უსურიის ვეფხვი, ულამაზესი სალიმა დედა გახდა!  3 ჯანმრთელი ბოკვერი მოავლინა ქვეყანას და დიდი სიყვარულით უვლის  პაწაწუნებს. დედაც და ბოკვრებიც კარგად გრძნობენ თავს. პატარები საკმაოდ  აქტიურები არიან და სიამოვნებით მიირთმევენ ძუძუს.
უსურიის ანუ ამურის ვეფხვი ვეფხვის ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი  ქვესახეობაა. მისი საცხოვრებელი არეალი შორეულ აღმოსავლეთში მდებარეობს.  სხვა ქვესახეობებთან შედარებით ამურის ვეფხვი ყველაზე დიდია. მისი  შეფერილობა უფრო ღიაა, ბალანი კი – სქელი.  უსურიის ვეფხვი საერთაშორისო  წითელ ნუსხაშია შეტანილი.
