ზოოპარკში მატებაა! ჩვენი შოტლანდიური პონი დედა გახდა და ლამაზი,  ჯანმრთელი კვიცი გააჩინა. დედა კარგად უვლის, აჭმევს და იცავს პატარას.  მასთან ერთად ახალშობილზე ამავე ვოლიერში მცხოვრები პრჟევალსკის ცხენიც  ზრუნავს; მათ ახლოს ტრიალებს და მამრი ცხენებისა და აზავერებისგან იცავს  დედა-შვილს.
