ჩვენს ეგზოტარიუმში 2 რომბისებური პითონი გამოიჩეკა. ეს ამ სახეობის  ქვეწარმავლის გამრავლების პირველი შემთხვევაა თბილისის ზოოპარკში.
როგორც წესი, გველები გამოჩეკისთანავე დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. მათ  დედა-შვილობის ინსტინქტი არ გააჩნიათ. ახლა პატარა პითონების სიგრძე  რამდენიმე სანტიმეტრია. ზრდასრულ ასაკში ისინი სიგრძეში 2,5 მეტრს, ხოლო  წონაში დაახლოებით 12 კილოგრამს მიაღწევენ.
