თბილისის ზოოპარკისა და „National Geographic საქართველოს“ ერთობლივი  საგანმანათლებლო პროექტის „ველური ბუნება და ჩვენ“ ფარგლებში, 1 ნოემბერს,  ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა ჟურნალ „National Geographic  საქართველოს“ მთავარი რედაქტორის, ლევან ბუთხუზის ლექცია, სახელწოდებით  „სქესობრივი გადარჩევა“.
პრეზენტაცია/დისკუსია ეხებოდა ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებას, მისი  წარმომადგენლების ქცევით თუ სხვა „საოცრებებს“, რომლებიც ახსნილი იყო  სქესობრივი გადარჩევისა და ქცევის მემკვიდრეობით გადაცემის საკითხების  განხილვით. 
მიმდინარე წლის ბოლომდე ზოოპარკში ლევან ბუთხუზის კიდევ 4  ლექცია-პრეზენტაცია ჩატარდება. დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს 14  წლის ასაკიდან. დასწრება თავისუფალია.
