ზოოპარკში პონი დაიბადა
27/03/2015
თქვენთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს!
 
ზოოპარკში პონი დაიბადა. უსაყვარლეს კვიცს გრძელი, ყავისფერი ბეწვი და ლამაზი, შავი ქოჩორი ამშვენებს. წევს დედიკოს სიახლოვეს და ცნობისმოყვარედ ათვალიერებს გარესამყაროს. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ და მათი ნახვა დამთვალიერებლებისთვის თავისუფლადაა შესაძლებელი.