თეთრი ლომების ახალი ვოლიერი
06/04/2015

ვენი თეთრი ლომების ოჯახი – სემუელი, კლეოპატრა და მათი 3 ბოკვერი ახალ, ევროპული სტანდარტების ვოლიერში გადავიყვანეთ. ახალაშენებული ვოლიერი გაცილებით დიდი, გამწვანებული და ლამაზია. ხის ბარიერი აქვს შემორტყმული და ბრონირებული მინის ჩანართებს მიღმა ლომების მშვენიერებით ტკბობა ხელისშემშლელი გისოსების გარეშეა შესაძლებელი. ზამთრის ვოლიერიც იქვეა და უამინდობის, ან სიცივის დროს ლომები იქ შეაფარებენ თავს.