ეგზოტარიუმში მატება გვაქვს
14/05/2015
ჩვენს ეგზოტარიუმში 13 ჩვეულებრივი მახრჩობელა დაიბადა. პატარები დედისგან განცალკევებით იმყოფებიან. ქვეწარმავლებს დედობრივი ინსტინქტი არ გააჩნიათ, გაჩენისთანავე ტოვებენ შვილებს და წიწილები პირველი დღიდანვე თვითონ ზრუნავენ საკუთარ თავზე. 2-3 კვირა, სანამ კანს არ გამოიცვლიან, პატარები არაფერს ჭამენ, შემდეგ კი დამოუკიდებლად იწყებენ საკვების მოპოვებას.