შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების ვიზიტი თბილისის ზოოპარკში
11/07/2015

დღეს განსაკუთრებული სტუმრები გვყავდა. თბილისის ზოოპარკს შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითები ჯეისონ სტენდერთან ერთად და ამერიკული საკონსულტაციო ორგანიზაციის Booz Allen Hamilton წარმომადგენლები ესტუმრნენ. ზოოპარკის თანამშრომლების გვერდიგვერდ დილიდან მარტორქისა და ირმის ვოლიერების მოწესრიგება დაიწყეს. მარტორქის ზამთრის ვოლიერამდე მისვლა თითქმის შეუძლებელი იყო, ირმის ვოლიერი კი წყალდიდობის დროს მოტანილი შლამით გახლდათ სავსე. მუშაობის შემდეგ ზოოპარკი დაათვალიერეს. ჰიპოპოტამი, ლემურები და სპილოები გამოკვებეს, თეთრი ლომის, სემუელის სილამაზით აღფრთოვანდნენ და კმაყოფილები წავიდნენ; ჩვენც დასუფთავებული ვოლიერები დაგვიტოვეს.

უღრმესი მადლობა მათ დახმარებისა და გაწეული შრომისთვის!