პინგვინების ვოლიერის შეკეთება დასრულდა
05/08/2015
კიდევ ერთი პრობლემა მოვაგვარეთ – აფრიკული პინგვინების ვოლიერის შეკეთება დავასრულეთ და ანდური კონდორის „ბინაში“ დროებით შესახლებული პინგვინები „სახლში“ დავაბრუნეთ.

მართალია სტიქიის შემდეგ 10 პინგვინის გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ გადატანილი სტრესისა და შოკური მდგომარეობის გამო რამდენიმე დღეში 6 მათგანი დაგვეღუპა. ახლა ოთხნიღა დარჩნენ და დიდი, თუმცაღა არც ისე სახალისო გასეირნების შემდეგ, ისევ მშობლიურ ვოლიერში შესახლდნენ.
 

ჩვენს იღბლიან ოთხეულს ძალიან გაუხარდა ნაცნობი აუზის დანახვა. ჯერ ცნობისმოყვარედ გამოიჭყიტნენ კონტეინერიდან, მიიხედ-მოიხედეს, შემდეგ კი სიხარულით შეცვივდნენ წყალში და გული რომ იჯერეს ცურვით, თავის თიხის ბუდეებში მოკალათდნენ.