თბილისის ზოოპარკის საკვირაო ზოოსკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას საშემოდგომო კურსზე!
30/09/2025

მეცადინეობებზე მოსწავლეები:
- მიიღებენ ინფორმაციას ცხოველთა მრავალფეროვან სამყაროზე, მათ ქცევასა და როლზე ეკოსისტემაში, საბინადრო არეალებზე, ურთიერთდამოკიდებულებაზე სხვა ცოცხალ არსებებთან და სხვა;
- თანამშრომლებთან ერთად ჩაერთვებიან ზოოპარკის ბინადარი ცხოველების ყოველდღიურ ცხოვრებაში: კვება, დასუფთავება, გარემოს გამდიდრება; 
- მოისმენენ ცხოველების პირად ისტორიებს;
- გაეცნობიან ბუნებაში ქცევისა და უსაფრთხოების ელემენტარულ წესებს;
- გაითავისებენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობას ადამიანების კეთილდღეობისთვის.

გაკვეთილები ინტერაქციული ხასიათისაა და მოიცავს სხვადასხვა აქტივობას მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.  

დასაწყისი: 11 ოქტომბერი;
- გაკვეთილების რაოდენობა: 8;
- გაკვეთილის ხანგრძლივობა: 60-90 წთ (ასაკის მიხედვით);
- მოსწავლეთა ასაკი: 5-დან 16 წლამდე;
- მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში: 15.

მეცადინეობების განრიგი: 
5-6-წლიანთა ჯგუფი: შაბათი, 15:00;
7-8-წლიანთა ჯგუფი: შაბათი, 13:00;
9-11-წლიანთა ჯგუფი: კვირა, 13:00;
12-13-წლიანთა ჯგუფი: კვირა, 11:00;
14-16-წლიანთა ჯგუფი: შაბათი, 11:00.

რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია: 
- ბავშვის სახელი და გვარი;
- დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი);
- მშობლის/მეურვის სახელი და გვარი;
- საკონტაქტო ნომერი.


მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს როგორც ტელეფონით, ისე ელექტრონულად 25-დან 30 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 12:00-დან 15:00 საათამდე.