მეცადინეობებზე მოსწავლეები:
მიიღებენ ინფორმაციას ცხოველთა მრავალფეროვან სამყაროზე, მათ ქცევასა და როლზე ეკოსისტემაში, საბინადრო არეალებზე, ურთიერთდამოკიდებულებაზე სხვა ცოცხალ არსებებთან და სხვა;
თანამშრომლებთან ერთად ჩაერთვებიან ზოოპარკის ბინადარი ცხოველების ყოველდღიურ ცხოვრებაში: კვება, დასუფთავება, გარემოს გამდიდრება;
მოისმენენ ცხოველების პირად ისტორიებს;
გაეცნობიან ბუნებაში ქცევისა და უსაფრთხოების ელემენტარულ წესებს;
გაითავისებენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობას ადამიანების კეთილდღეობისთვის.გაკვეთილები ინტერაქციული ხასიათისაა და მოიცავს სხვადასხვა აქტივობას მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.





