საჩუქარი ჩეხეთისა და სლოვაკეთის ზოოპარკების ასოციაციისგან
27/08/2015
რა ხდება დღეს ზოოპარკში?

ყოველდღე რაღაც იცვლება, კეთდება, ლაგდება, შენდება, სუფთავდება... მოკლედ, აქტიურად ვემზადებით ზოოპარკის გახსნისთვის. მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებში უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩვენს გულისხმიერ მეგობრებს.

ამჯერად კიდევ ერთი საჩუქარი მივიღეთ: ჩეხეთისა და სლოვაკეთის ზოოპარკების ასოციაციამ (UCSZOO) საჩუქრად კომპაქტური თვითმცლელი Ford Transit Tipper-ი გამოგვიგზავნა.

ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რომ გაჭირვების დროს გვერდში მდგომი მეგობრები უდიდესი ძალაა. ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!


დიდი მადლობა!