ენოტი

(Procyon lotor)


ენოტის რაციონი საკმაოდ მრავალფეროვანია – ჭამს ხილს, სიმინდს,  ციტრუსებს, მწერებს, მღრღნელებს, ბაყაყებს, ფრინველის კვერცხებს. ფერმერებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან სიმინდის ყანებისა და საქათმეების ხშირი სტუმარია. ენოტი ჭამამდე საგულდაგულოდ რეცხავს საკვებს. სწორედ აქედან მოდის მისი ლათინური სახელწოდება Lotor, რაც მრეცხავს ნიშნავს. ენოტი ტყვეობაში 20, ბუნებაში კი 5 წლამდე ცოცხლობს.