კოლხური ხოხობი

(Phasianus colchicus)


მამალი კოლხური ხოხობი თვალშისაცემად განსხვავდება დედლისგან: ზომით უფრო დიდია, ფეხებზე დეზები და განსაკუთრებულად მრავალფეროვანი შეფერილობა აქვს. ბინადრობს მდინარისპირა ადგილებში – ბუჩქნარებსა და ჭალებში. ხოხობს მტვრის აბაზანების მიღება უყვარს, რაც ეპიდერმისის (კანის) მკვდარი უჯრედების, ზედმეტი ცხიმისა და ძველი ბუმბულის მოცილებაში ეხმარება.