ვერცხლისფერი ხოხობი

(Lophura nycthemera)


მამალი ვერცხლისფერი ხოხობი მოვერცხლისფრო-შავია. დედალი ყავისფერია და შედარებით მომცრო ზომისაა. დედალი კვერცხების დებას თებერვლის დასაწყისში იწყებს და წიწილებს 27 დღეში ჩეკს. პატარების გაზრდაში მამალიც აქტიურად მონაწილეობს. ლამაზი შეფერილობის გამო ვერცხლისფერი ხოხობი ფრინველების მოყვარულთა შორის ძალიან პოპულარულია.