აფრიკული ცივეტა

(Civettictis civetta)


აფრიკული ცივეტა ღამის ნაირმჭამელი ცხოველია. მის რაციონში შედის შხამიანი უხერხემლოებიც, რომლებსაც სხვა ძუძუმწოვრები ერიდებიან. ცივეტა სპეციალური ჯირკვლებიდან გამოყოფს სეკრეტს – ცივეტონს და საკუთარი ტერიტორიის მოსანიშნად იყენებს. ცივეტონი მძაფრსუნიანი სითხეა. მას აქტიურად იყენებდნენ პარფიუმერიაში, სუნამოების დასამზადებლად. ამ ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა 15-20 წელია.