ზოოპარკში აზავერი დაიბადა
28/07/2023
ზოოპარკში ისევ მატებაა! ამჯერად ქვეყანას აზავერი მოევლინა. ხბო და დედა კარგად გრძნობენ თავს. ახალშობილის ნახვა დამთვალიერებლებს აზავერებისა და პონების ვოლიერში შეუძლიათ. 
 
აზავერი, ჰიმალაების ალპური მდელოების გუშაგი ყოველთვის აღტაცებასა და პატივისცემას იწვევს. მუქი ყავისფერი ბეწვი მუხლებზე სცემს, უზარმაზარი, ბოლოებში დაგრეხილი რქები მას სიძლიერეს მატებს... ველური აზავერის მოკვლისთვის ჩინეთსა და ტიბეტში ჯარიმაა დაწესებული, თუმცა მათზე ნადირობა მაინც ხდება; განსაკუთრებით კი მკაცრი ზამთრის პირობებში, როდესაც ისინი ხორცის ერთადერთ წყაროს წარმოადგენენ.