სტუმრად ზოოპარკში

თბილისის ზოოპარკი დედაქალაქის ყველაზე ეგზოტიკური და საინტერესო პარკია. აქ შესაძლებლობა გაქვთ მოინახულოთ როგორც ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლები, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ბინადარი ცხოველები – დიდებული თეთრი ლომები, ულამაზესი მოხატულობის წინააზიური ჯიქები, აზიური სპილოები, თეთრი მარტორქა, ჰიპოპოტამი და სხვა.

მრავალფეროვანია ზოოპარკის ფრინველების კოლექციაც – სხვადასხვა სახეობის ხოხბები, ამაყი მტაცებლები და თავმომწონე ფარშავანგები.

განახლებულ ეგზოტარიუმში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფერად-ფერადი თევზები, შხამიანი და მახრჩობელა გველები და სხვა რეპტილიები.

სულ თბილისის ზოოპარკში თავმოყრილია 200-მდე სახეობის 800-ზე მეტი ცხოველი, მათ შორის იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობები, რომლებიც ბუნებაში მცირე რაოდენობითღა არიან დარჩენილნი.

ზოოპარკი მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირისა და ოფიციალური უქმეების ჩათვლით. 

სამუშაო საათები:
  • 1 ოქტომბრიდან 1 აპრილამდე: 10:00-დან 19:00 საათამდე;
  • 1 აპრილიდან 1 ოქტომბრამდე: 10:00-დან 21:00 საათამდე.
ბილეთების გაყიდვა წყდება ზოოპარკის დაკეტვამდე 1 საათით ადრე. 

შემოსვლის ღირებულება:

ბილეთის ფასი:

  • 3 წლამდე – უფასო;
  • 3-დან 12 წლამდე – 2 ლარი;
  • 12 წლიდან ზემოთ – 4 ლარი.

ეგზოტარიუმის ბილეთის ფასი:

  • 3 წლამდე – უფასო;
  • 3-დან 12 წლამდე – 1 ლარი;
  • 12 წლიდან ზემოთ – 2 ლარი.

სოციალურად დაუცველებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ზოოპარკში შემოსვლა უფასოა (აუცილებელია შესაბამისი ბარათის წარმოდგენა).

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე ელექტრონულად.

ბილეთების ონლაინ შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.tkt.ge/event/267704/tbilisis-zooparki

აკრძალულია:

  • ბარიერზე გადასვლა და ცხოველთან მიახლოება. აღნიშნულმა ქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცხოველის გაღიზიანება და ადამიანზე თავდასხმის პროვოცირება;
  • ცხოველების კვება. საკვები, რომელიც არ არის რაციონით გათვალისწინებული საზიანოა ცხოველის ჯანმრთელობისთვის;
  • ცხოველების გაღიზიანება: ხმაური, საგნების სროლა და ა.შ.;
  • როგორც ალკოჰოლური სასმელების მიღება, ისე – არაფხიზელ მდგომარეობაში შემოსვლა;
  • ნებისმიერი სახის იარაღით შემოსვლა;
  • ველოსიპედით, გორგოლაჭებითა და სკეიტბორდით გადაადგილება;
  • შინაური ცხოველების შემოყვანა (გარდა შემთხვევებისა, როდესაც ცხოველი მიჰყავთ ზოოპარკის ტერიტორიაზე არსებულ ვეტერინარულ კლინიკაში).