სიახლეები
იპოთერაპია თბილისის ზოოპარკში
თბილისის ზოოპარკი გთავაზობთ იპოთერაპიის კურსს. იპოთერაპია, ანუ სამკურნალო ცხენოსნობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია არაერთი დაავადების სამკურნალოდ. საცხენოსნო თერაპიას საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების – აუტისტების, მეტყველების დეფექტისა და დაუნის სინდრომის მქონეთა კომპლექსურ მკურნალობაში. იპოთერაპია მეტად ეფექტიანია ბავშვთა ცერებრალური დამბლის, ჰიპერაქტიურობის სინდრომის, ნევროზებისა და სხვა დაავადებების დროს.
 
მაგალითისთვის, ცერებრალური დამბლის მკურნალობისას ცხენოსნობა ფიზიკური ვარჯიშის საუკეთესო საშუალებად ითვლება, რადგან ცხენის რხევებს უნიკალური გავლენა აქვს პროპრიოცეპტულ პროცესებზე და მთელ კუნთოვან სისტემაზე. აუტიზმის დროს უფრო მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი – ურთიერთობა დიდ, კეთილ ცხოველთან; ამას ემატება მულტისენსორული სტიმულაციაც – ცხენის სითბო, სუნი, რიტმული მოძრაობა, ბალანსის დაჭერის აუცილებლობა. ზოგ შემთხვევაში ბავშვი პირველად ზუსტად ცხენთან ამყარებს თვალის კონტაქტს, რაც შემდგომში ხალხთან კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება მას.
 
რეკომენდებული კურსი – 20 გაკვეთილი.
გაკვეთილის ხანგრძლივობა – 30 წუთი.
გაკვეთილის ღირებულება – 20 ლარი.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პედაგოგს – დინა ანთელავა, ტელ.: 599 901965.