სიახლეები
ჩვენ ახალი იგუანები გვყავს!
ზოოპარკში ახალი ბინადრები გვყავს – სამხრეთ ამერიკის მკვიდრი მწვანე იგუანები. ჯერ 2 თვის პატარები არიან. ზრდასრულ ასაკში სიგრძეში დაახლოებით 2 მეტრს მიაღწევენ.

მწვანე იგუანები ეგზოტიკური ცხოველების მოყვარულების ფავორიტების რიცხვს მიეკუთვნებიან, რადგან მათი მოვლა არც ისე რთულია – მეტად დამყოლი ხასიათი აქვთ და ადვილად ეჩვევიან ადამიანებს. ჭამაშიც უპრეტენზიოები გახლავან. ხილსა და ბოსტნეულს გეახლებიან და ხანდახან, დამატებითი პროტეინებისთვის, დესერტად კალიებსა და ჭრიჭინებს მიირთმევენ.