სიახლეები
გაიცანით ზოოპარკის ახალი ბინადარი
გაიცანით ჩვენი ახალი ბინადარი – მანდარინის მცურავი. ეს მომხიბლავი არსება ბუნებამ ულამაზესი მოხატულობით დააჯილდოვა. სათამაშოსაც კი წააგავს, ისეთი კოხტა და პრიალაა. 

მანდარინის მცურავი ჩინეთში, ლაოსში, ვიეტნამში, ტაივანში, მიანმარში და ინდოეთის ზოგიერთ რეგიონში ბინადრობს. შხამიანი არაა, ასე რომ, ეგზოტიკური ცხოველების მოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჯერ პატარაა, ზრდასრულ ასაკში სიგრძეში დაახლოებით 1 მ-სა და 20 სმ-ს მიაღწევს.