სიახლეები
პირველი საქანელა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 14:00 საათზე, თბილისის ზოოპარკში გაიხსნება ამიერკავკასიაში პირველი ადაპტირებული საქანელა ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის.
 
საქანელა „სიცოცხლის ხის“ საგრანტო პროექტის პირველი გამარჯვებულების – „სარეაბილიტაციო საშუალებათა განვითარების ცენტრისა“ და „სოციალური დაცვის ლიგის“ ინიციატივით დამზადდა. „სიცოცხლის ხე“ „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის“ სოციალური პროექტია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

საქანელა „დათუნია“ უკვე გამოცადეს პატარებმა და მართლაც საოცარი ემოციებით გამოხატავდნენ აღფრთოვანებას.