სიახლეები
ზოოპარკში პონი დაიბადა
ზოოპარკში მატებაა! ჩვენი შოტლანდიური პონი დედა გახდა და ლამაზი, ჯანმრთელი კვიცი გააჩინა. დედა კარგად უვლის, აჭმევს და იცავს პატარას. მასთან ერთად ახალშობილზე ამავე ვოლიერში მცხოვრები პრჟევალსკის ცხენიც ზრუნავს; მათ ახლოს ტრიალებს და მამრი ცხენებისა და აზავერებისგან იცავს დედა-შვილს.