სიახლეები
თბილისის ზოოპარკში ვეფხვის 3 ბოკვერი დაიბადა
თბილისის ზოოპარკის ბინადარი უსურიის ვეფხვი, ულამაზესი სალიმა დედა გახდა! 3 ჯანმრთელი ბოკვერი მოავლინა ქვეყანას და დიდი სიყვარულით უვლის პაწაწუნებს. დედაც და ბოკვრებიც კარგად გრძნობენ თავს. პატარები საკმაოდ აქტიურები არიან და სიამოვნებით მიირთმევენ ძუძუს.
 
უსურიის ანუ ამურის ვეფხვი ვეფხვის ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ქვესახეობაა. მისი საცხოვრებელი არეალი შორეულ აღმოსავლეთში მდებარეობს. სხვა ქვესახეობებთან შედარებით ამურის ვეფხვი ყველაზე დიდია. მისი შეფერილობა უფრო ღიაა, ბალანი კი – სქელი.  უსურიის ვეფხვი საერთაშორისო წითელ ნუსხაშია შეტანილი.