სიახლეები
ზოოპარკში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა
22 აპრილს თბილისის ზოოპარკში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა“ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზოოპარკში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ ნარჩენების მდგრადი მართვისა და გარემოსდაცვით თემაზე შექმნილი პლაკატებისა და ნახატების გამოფენა გაიმართა.

პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/Georgia ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ნარჩენების მდგრადი მართვის თემაზე შექმნილი პლაკატებისა და SPARE-ის საერთაშორისო სასკოლო კონკურსების გამარჯვებულები. ღონისძიება „ეკო ბანაკის“ კლუბის წევრების მიერ ხეების დარგვით დაგვირგვინდა.
 
დედამიწის დღე უკვე 45-ედ აღინიშნება. წელს მისი მთავარი თემაა „კლიმატის ცვლილების სახე“ – ექსტრემალური ამინდი, დაკარგული სახეობები, დაბინძურებული გარემო –  ჩვენი დღევანდელობა.