სიახლეები
თბილისის ზოოპარკის გამწვანების აქცია
4 აპრილს თბილისის ზოოპარკში გამწვანების საქველმოქმედო აქცია ჩატარდა. უამინდობის მიუხედავად აქციაზე თითქმის ყველა დარეგისტრირებული მონაწილე გამოცხადდა. უფროსების მხარდამხარ ჩვენი პატარა გულშემატკივრებიც დიდი მონდომებით შრომობდნენ. საბოლოოდ, ზოოპარკის მეგობრების დახმარებით ავტომაგისტრალის მომიჯნავე ღობის გასწვრივ წიწვოვანი ტუიას 360 ნერგი დაირგო.

გამწვანების პირველი აქცია, რომელიც ზოოპარკში გასულ წელს ჩატარდა, ზოოპარკის გზატკეცილისგან ცოცხალი ღობით გამიჯვნას ისახავდა მიზნად. წლევანდელი აქციის მიზანი უკვე არსებული ნარგავების ხაზის მეტად დაგრძელება და ტერიტორიის სრული შემოსაზღვრა იყო. რამდენიმე წელიწადში ეს ცოცხალი ღობე ბუნებრივ, ლამაზ ბარიერს შექმნის ზოოპარკსა და ავტომაგისტრალს შორის და ცხოველების ვოლიერებსაც დაიცავს მტვრისა და ხმაურისაგან.    

თბილისის ზოოპარკი დიდ მადლობას უხდის გამწვანების აქციაში მონაწილე ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს:  

1. სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“
2. „იელი“
3. „ინტეგრირებული ბიზნეს გადაწყვეტილებები“
4. გამომცემლობა „დიოგენე“
5. „გრინ ეფლი ჯორჯია“
6. ებრაული ახალგაზრდული ფონდი „ჰილელი თბილისი“
 
-----
 
1. ახვლედიანი თამარ
2. ბაბაკიშვილი ანუკი
3. ბასილაშვილი ხატია
4. ბენდელიანი ბესიკ
5. ბერძენიშვილი ანა
6. ბზიშვილი ანა
7. ბროძელი ალექსანდრე
8. გავვა ქეთი
9. გლურჯიძე ცისია
10. გოგაშვილი მაია
11. გოგილაშვილი კონსტანტინე
12. გოგიშვილი დიანა
13. გოშაძე თამაზ
14. ვანიშვილი ზურაბ
15. ვაშაკიძე ეკატერინე
16. კარიაული თათია
17. კევლიშვილი ნინო
18. კვაშილავა კახა
19. კოსტავა თეკლა
20. კურტანიძე მარინა
21. კუჭაშვილი მაია
22. ლიპარტიანი ირმა
23. ლობჟანიძე თამარ
24. ლოლიაშვილი ელენე
25. მამუკაშვილი თინათინ
26. მარშანია არჩილ
27. მარშანია გიორგი
28. მუმლაძე დავით
29. ნადირაძე ნინო
30. ნინიკაშვილი ნია
31. სანაძე აკაკი
32. სარალიძე ნატალია
33. სიდამონიძე ხატია
34. სირაძე მანანა
35. სიხარულიძე იოვანე
36. სიხარულიძე მართა
37. ტაბატაძე თეონა
38. ფავლენიშვილი ანა
39. ფაჩუაშვილი ნინო
40. ფხაკაძე კოტე
41. ქათამაძე რობერტ
42. ღუდუშაური მარიამ
43. ყელბერაშვილი ანა
44. შარაშიძე მზია
45. შარიქაძე ნინო
46. შოშიაშვილი ქეთევან
47. ძირტკბილაშვილი დიმიტრი
48. წარღვავა გვანცა
49. ჭკუასელი ნანა
50. ხარატიშვილი კახა
51. ჯამარაული ქეთევან