სიახლეები
ზოოპარკში ისევ მატებაა!
მიეგებეთ მარტში დაბადებულ ქალბატონ მარტას!
 
ახალშობილ ჰამადრილს დედა სათანადო ყურადღებას არ აქცევდა. ვოლიერში ვერ დავტოვებდით, რადგან იქ ბევრი ზრდასრული მამრი ცხოვრობს და მარტას სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. აღარ გავრისკეთ და ვოლიერიდან გამოვიყვანეთ. ახლა ძიძა ზრდის, აჭმევს ყოველ საათში ერთხელ, უცვლის პამპერსებს და თოჯინასავით გახვეულს გულში ჩაკრულს დაატარებს, რომ პატარას არ შესცივდეს და დედობრივი სითბო არ მოაკლდეს.