სიახლეები
პედაგოგების საყურადღებოდ!
2015 წლის 20-23 მაისს თბილისის ზოოლოგიური პარკის საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდება ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული თემა ძალიან ზოგადი და მრავლისმომცველია, მისი ნაწილებად დაყოფა და თითოეული კონფერენციის რომელიმე კონკრეტული საკითხისადმი მიძღვნა გადაწყდა.
 
2015 წლის მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის თემა იქნება: „ცხოველებთან დაკავშირებული სტერეოტიპები საზოგადოებაში და მათი გავლენა ადამიანთა ქცევაზე“.
 
25 და 27 მარტს, 15:00 საათზე თბილისის ზოოლოგიური პარკის საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდება საკონფერენციო ნაშრომის სტრუქტურირების ტრენინგი დაინტერესებული პედაგოგებისთვის.
 
ტრენინგზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 16-დან 20 მარტამდე, 11:00-დან 16:00 საათამდე. 
 
რეგისტრაციისთვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 213 10 88.
 
ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ზოოპარკის ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრს.

ტელ.: 213 10 88, 595 90 67 90
ელფოსტა: education@zoo.ge