სიახლეები
საახალწლო დღესასწაული თბილისის ზოოპარკში
სადღესასწაულო დღეები თბილისის ზოოპარკის სტუმრებს მხიარული საახალწლო ღონისძიებებით გავულამაზეთ. 26 დეკემბრიდან ჩვენს ცენტრალურ მოედანზე, ნაძვის ხესთან კეთილმა სანტამ და ელფებმა დაიდეს ბინა. 1, 2, 3 და 4 იანვარს ზოოპარკის დამთვალიერებლებს მრავალფეროვანი და ხალისიანი საკონცერტო პროგრამა დავახვედრეთ: ჯგუფ „ბზიკების“ კონცერტი, საბავშვო ანიმაციური გასართობი შოუ: თამაშები, ილუზიონისტის ნომრები, მუსიკალური კონკურსები და ვიქტორინები. 
 
საახალწლო განწყობა ზოოპარკში 14 იანვრამდე შენარჩუნდება. სანტა და ელფები ჩვენთან ძველით ახალ წლამდე დარჩებიან. შეგიძლიათ მობრძანდეთ დღის განმავლობაში თქვენს პატარებთან ერთად, დაესწროთ სახალისო ღონისძიებებს და გადაიღოთ სამახსოვრო ფოტოები.