სიახლეები
„ნუ მესვრი!“ – ლექცია ზოოპარკში
თბილისის ზოოპარკისა და კომპანია „სილქნეტის" პროექტის, „National Geographic საქართველოს“ ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივის „ველური ბუნება და ჩვენ“ ფარგლებში 20 დეკემბერს, თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში ჟურნალ „National Geographic საქართველოს“ მთავარი რედაქტორის, ლევან ბუთხუზის მორიგი ლექცია ჩატარდა, სახელწოდებით: „ნუ მესვრი!“.
 
პრეზენტაცია/დისკუსია შეეხებოდა ნადირობისა და ბრაკონიერობის გლობალურ და ლოკალურ პრობლემებს – სამყაროში არსებული „შავი ბაზრები“, მათთან ბრძოლის ტენდენციები და სახეობათა ბუნებაში აღდგენის წარმატებული პროექტები, საინტერესო ფაქტები ჩვენში გავრცელებული სახეობების შესახებ, ამ ცხოველთა პრობლემები და საქართველოს დაცული ტერიტორიები.