„სტუმრად გველებთან“

გველებთან ვიზიტისას მეგზურობას ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის ექსკურსიამძღოლი და მომვლელი გაგიწევენ. ვიზიტის დროს პირადად გაიცნობთ სხვადასხვა სახეობის უშხამო, უწყინარ გველებს, ხელში დაიჭერთ და მოეფერებით „მასპინძლებს“ და გადაიღებთ ფოტოებს მათთან ერთად.

მონაწილეობა:

მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია. ერთი ვიზიტის ფარგლებში გველებს მხოლოდ 6 ადამიანი ესტუმრება.

ხანგრძლივობა:

ჯგუფის წევრები გველებს მონაცვლეობით მოეფერებიან (2-2 ადამიანი). გველებთან სტუმრობის ხანგრძლივობა მაქს. 20 წუთია.

ღირებულება:

გველებთან სტუმრობის ღირებულებაა 20 ლარი (ერთი ადამიანი).

ფოტოგადაღება:

ცხოველებთან ფოტოების გადაღება შეუზღუდავია.
გადაღების დროს აკრძალულია ფლეშგანათების გამოყენება.

რეგისტრაცია:

მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია – სახელი, გვარი, ასაკი და ტელეფონის ნომერი.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელფოსტით, ისე ტელეფონით, 11:00-დან 17:00 საათამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია

მის.: თბილისის ზოოპარკი, მ. კოსტავას ქ. #64
ტელ.: (+995 32) 2131088

ელფოსტა:
education@zoo.ge