ბავშვთა საგანმანათლებლო წრე

თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში ფუნქციონირებს ბავშვთა საგანმანათლებლო წრე. 5-დან 16 წლამდე მოსწავლეებისთვის ტარდება ზოოლოგიისა და ეკოლოგიის შემეცნებითი გაკვეთილები, რომლებიც ინტერაქტიული ხასიათისაა და სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს. ბავშვები იღებენ საინტერესო ინფორმაციას ცხოველების, მათი თვისებებისა და თავისებურებების, საბინადრო არეალის შესახებ; ეცნობიან ზოოპარკის ბინადრებს და ეძლევათ ცხოველებზე დაკვირვების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ისინი უშუალოდ მონაწილეობენ ცხოველების კვებასა და ცხოველთა გარემოს გამდიდრების აქტივობებში, ჩართულნი არიან ზოოპარკის სხვადასხვა ღონისძიებებში. გარესამყაროს მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბების მიზნით ბავშვები სწავლობენ ბუნებაში ქცევის მარტივ წესებს, დადიან ლაშქრობებსა და ექსკურსიებზე. 

სასწავლო პროცესის პარალელურად მოსწავლეები:
  • ძერწავენ;
  • ხატავენ;
  • აფერადებენ;
  • ასრულებენ საინტერესო და სახალისო დავალებებს ბუნებრივი მასალების გამოყენებით;
  • აწყობენ შეჯიბრებებს, ხსნიან თავსატეხებს და სხვა.

ღირებულება:

სწავლის ღირებულება შეადგენს თვეში 20 ლარს.

გრაფიკი:

გაკვეთილები ტარდება შაბათ-კვირას.
გაკვეთილის ხანგრძლივობა
– 1,5 საათი.

შენიშვნა:

ცენტრის მოსწავლეებისთვის უფასოა ზოოპარკში შემოსვლა და სამუშაო მასალა.

სწავლების ფორმატი შეესაბამება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ სწავლების სტანდარტებსა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი განათლების პროგრამებს.

საკონტაქტო ინფორმაცია

მის.: თბილისის ზოოპარკი, მ. კოსტავას ქ. #64
ტელ.: (+995 32) 2131088

მობ.: (+995) 595 906790
ელფოსტა:
education@zoo.ge