ოქროსფერი ხოხობი

(Chrysolophus pictus)


ოქროსფერი ხოხობი დროის უმეტეს ნაწილს მიწაზე, საკვების – მცენარეებისა და უხერხემლო ცხოველების ძებნაში ატარებს. ფრენა მხოლოდ მცირე მანძილზე შეუძლია. გამრავლების პერიოდში მამალი მკვეთრ ხმას გამოსცემს და ყივილით იქცევს დედლის ყურადღებას. დედალი 8-10 კვერცხს დებს. წიწილები 23-25 დღეში იჩეკებიან. ოქროსფერი ხოხბის სიცოცხლის ხანგრძლივობა 15 წელია.