დასავლეთ კავკასიური ჯიხვი

(Capra caucasica) 

დასავლეთ კავკასიურ ჯიხვს მთის ჩლიქოსნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მცირე საცხოვრებელი არეალი აქვს _ სულ რაღაც 4500 კვ.კმ კავკასიონის დასავლეთ ნაწილში. ბინადრობს 800-დან 4200 მეტრ სიმაღლეზე. გამრავლების სეზონი ნოემბრიდან იანვრამდე გრძელდება. მამრები ამ დროს აგრესიულად იბრძვიან მდედრთან შეწყვილების უფლების მოსაპოვებლად. მაკეობა 150-160 დღე გრძელდება და როგორც წესი, ერთი ციკანი იბადება. მაისიდან ნოემბრამდე მამრები მარტოხელა ცხოვრებას ეწევიან და მდედრებთან და ახალგაზრდებთან შედარებით, გაცილებით მაღლა ბინადრობენ. დასავლეთ კავკასიური ჯიხვის პოპულაციის კატასტროფული კლების უმთავრესი მიზეზი სატროფეო ნადირობაა.  

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი: საფრთხეში მყოფი

საქართველოს წითელი ნუსხა: საფრთხეში მყოფი