შეტლანდიური ჯუჯა პონი

(Equis ferus caballus)


შეტლანდიური პონის ჯიში დიდ ბრიტანეთში, შეტლანდის კუნძულებზე გამოიყვანეს. პონი სიმაღლით 70 სმ-ია. მძიმე ბეწვი და მოკლე ფეხები აქვს. ადრე ის სხვადასხვა მძიმე სამუშაოს შესასრულებლად გამოიყენებოდა, კერძოდ, მაღაროებიდან ტვირთის ამოსატანად, მთის მიუვალ ბილიკებზე ბარგის გადასაზიდად და ა.შ.. დღესდღეობით მისი ძირითადი დანიშნულება ბავშვების გასეირნება და სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობაა.