კამერუნის თხა

 (Capra aegagrus hircus)


კამერუნის თხა მოშინაურებული თხის ერთ-ერთი ჯიშია. ჩვეულებრივ შინაურ თხასთან შედარებით მომცრო ზომისაა, რის გამოც თავის დროზე მეზღვაურების ყურადღება მიიქცია – ის პატარა ადგილს იკავებდა ხომალდზე და მისი გადაყვანა ადვილი იყო. ამ გზით კამერუნის თხა მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ ამ ცხოველის თვალის გუგები ჰორიზონტალური მართკუთხა ფორმისაა, რაც მეცნიერთა აზრით გვერდითი მხედველობის უფრო ფართო დიაპაზონს უზრუნველყოფს. კამერუნის თხის სიცოცხლის ხანგრძლივობა 15 წელია.