აზიური სპილო

(Elephas maximus)


აზიური სპილო ხმელეთზე მცხოვრებ ცხოველებს შორის სიდიდით მეორეა აფრიკული სპილოს შემდეგ. ზრდასრული მამრი 3,3 მეტრამდე სიმაღლეს  აღწევს და 5 ტონას იწონის. სპილოს მაკეობა განსაკუთრებულად ხანგრძლივია და 22 თვე გრძელდება. ახალშობილი დღის განმავლობაში დაახლოებით 10 ლიტრამდე რძეს სვამს. ნაშიერი დედის რძით 3-4 წელი იკვებება. სპილო ბალახისმჭამელი ცხოველია და დღეში 150 კგ საკვები სჭირდება. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 60-70 წელია.