ნიამორი

(Capra aegagrus)


ნიამორი შინაური თხის წინაპარია. ბინადრობს მაღალმთიანი რეგიონების კლდოვან ფერდობებზე და თავისუფლად შეუძლია გადაადგილება უკიდურესად ციცაბო ადგილებში. მამრები მდედრების ჯგუფს მხოლოდ გამრავლების პერიოდში უერთდებიან და ერთმანეთში ბრძოლით ცდილობენ პირველობის მოპოვებას. თუ მდედრს საკმარისი საკვები აქვს, 2-3 ციკანს აჩენს. ნიამორის სიცოცხლის ხანგრძლივობა 15 წელია.  


ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელი ნუსხა: მოწყვლადი

საქართველოს წითელი ნუსხა: კრიტიკულ საფრთხეში მყოფი