ინდური მაჩვზღარბა

(Hystrix indica)


მაჩვზღარბა ღამის ცხოველია და საკვების საძებნელად შებინდებისას გამოდის. იკვებება მცენარეებით, მარცვლეულით, მცირე ზომის ხერხემლიანებითა და მწერებით. ორგანიზმში კალციუმის მარაგის შესავსებად აგროვებს და ღრღნის ძვლებს ზოგჯერ სოროშიც მიაქვს და ლაბირინთებში ინახავს, ამიტომ მისი სახლი ძვლების დიდ საწყობს ემსგავსება. მაჩვზღარბას სხეული დაფარულია 35 სმ-მდე სიგრძის წვეტიანი ეკლებით, რომლებსაც მტაცებლებისგან თავის დასაცავად იყენებს.